ისტორიის გადაწერა და მეხსიერების წაშლა - რას ემსახურება "ოცნების" მიერ ტესტებში შეტანილი ცვლილებები?
"ქართულმა ოცნებამ" ისტორიის გადაწერა დაიწყო - ტესტებიდან, რომლის ჩაბარებაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებისთვის სავალდებულოა, გაქრა კითხვები ქვეყნის უახლესი ისტორიიდან. ყველაფერი, რაც წინა ხელისუფლების მმართველობას ეხება, ვარდების რევოლუცია და მესამე პრეზიდენტის ამბავი უბრალოდ წაშლილია.
ამოღებულია კითხვა აგვისტოს ომზე და ასევე იმის შესახებ, თუ ვის აქვს ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული. გაქრა კითხვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შესახებაც. ისტორიის გადაწერა და მეხსიერების წაშლა. რას ემსახურება "ოცნების" მიერ ტესტებში შეტანილი ცვლილებები? განათლებისა და იუსტიციის სამინისტროები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ და ჩვენი კითხვების მიუხედავად, არ გვაპსუხობენ, ვინ შეიტანა ტესტებში ცვლილებები.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.