"უსამშობლოების და უღმერთოების" სია "ოცნების" ავტორობით - ივანიშვილის გუნდმა ცენზურის ინსპექცია დაიწყო

08.05.24 20:27
"უსამშობლოების და უღმერთოების" სია "ოცნების" ავტორობით - ივანიშვილის გუნდმა ცენზურის ინსპექცია დაიწყო

 

უსამშობლოების და უღმერთოების სია "ქართული ოცნების" ავტორობით.  ივანიშვილის გუნდმა ცენზურის ინსპექცია დაიწყო. ყველა მოქალაქე, ვინც ოცნების პოლიტიკას მხარს არ უჭერს და  რუსულ კანონს აპროტესტებს, ე.წ შავ სიაში მოხვდება. ანუ ხელისუფლებამ რეპრესიები  რუსული კანონის დამტკიცებამდე  უკვე აამოქმედა. გინების, დაშინებისა და შანტაჟის კამპანიიის შემდეგ ახლა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე მორალური ტერორი დაგეგმა

"ოცნება" სოციალურ ქსელებში  საკუთარ ხალხის დევნის ოპერაციას იწყებს. შეამოწმებენ ყველას,   ვინ რას წერს რუსულ კანონზე. მოქალაქეების პროტესტით შეშინებული პარტია  სამოქალაქო დაპირისპირების  პროვოცირების ახალ მასშტაბზე გადის. ასეთი რამ არავის ახსოვს, როცა მმართველი გუნდი პარტიულ  დანაყოფს ქმნის და მას მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის იყენებს.  ეს პრაქტიკულად ავტორიტარიზმია, რომელიც დღეს  პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.