ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი - კობახიძე

08.05.24 22:08
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და სხვა წამყვან თანამდებობის პირებს შეხვდა, - ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბრისას მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი განუმარტა.

მისივე თქმით, ის მზადაა ყურადღებით მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ძალიან საქმიანი შეხვედრა მქონდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და სხვა წამყვან თანამდებობის პირებთან. ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით. ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი. გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, რისთვისაც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კანონის განხილვის შესაბამისი პროცედურა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.