"ბანდფორმირებები ჩამოაყალიბეს, 90-იანებშიც კი არ კადრულობდნენ ასეთ რამეებს" - ეძგვერაძე დიმა ჩიქოვანის ცემაზე

08.05.24 23:21
"ბანდფორმირებები ჩამოაყალიბეს, 90-იანებშიც კი არ კადრულობდნენ ასეთ რამეებს" - ეძგვერაძე დიმა ჩიქოვანის ცემაზე

"ბანდფორმირებები ჩამოაყალიბეს, 90-იანებშიც კი არ კადრულობდნენ ასეთ რამეებს" - ენმ-ს წევრი ირაკლი ეძგვერაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში მივიდა, სადაც სასტიკად ნაცემი დიმა ჩიქოვანი იმყოფება.

სადამდე შეიძლება წავიდეს ეს დამნაშავე რეჟიმი. ეს პოლიტიკაც აღარ არის, ივანიშვილმა, კალაძემ ეს ქვეყანა უკვე ჩააბარეს რუსებს. დღისით მზისით აღდგომის კვირაში ესხმიან ხალხს თავს, ეს არის ქრისტიანობა? ესენი ფარისევლები არიან.  არაკაცები არიან.

ამათ არც სახრჩობელები, არც ბორკილები არ უშველით, ეს ქვეყანა ბანდიტების არ იქნება.

ამათმა ბანდფორმირებები ჩამოაყალიბეს, 90-იანებშიც კი არ კადრულობდნენ ასეთ რამეებს", - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.