ბიძინამ მასობრივი ტერორი დაანონსა - მამუკა ხაზარაძე დიმა ჩიქოვანის ცემაზე

08.05.24 23:25
ბიძინამ მასობრივი ტერორი დაანონსა - მამუკა ხაზარაძე დიმა ჩიქოვანის ცემაზე

ბიძინამ მასობრივი ტერორი დაანონსა - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დიმა ჩიქოვანზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას.

ბიძინამ მასობრივი ტერორი დაანონსა! 
ყველაფერი რაც ახლა ხდება, არის მისი პირადი პასუხისმგებლობა - ხალხის დაშინება, მუქარა, ადამიანების ცემა! 
პირადად მოგეთხოვებათ  შენ და შენს დამქაშებს კანონის სრული სიმკაცრით... რუსულად მართვა და ტერორი საქართველოში არ გაგივა! მოემზადე მოსკოვში წასასვლელად...
არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!"- წერს მამუკა ხაზარაძე.

 

დიმა ჩიქოვანს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ენმ-ს წევრმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას თავს "ოცნების" ზონდერები დაესხნენ. ჩიქოვანის თქმით, სულ ორი ადამიანი იყო.

 ამ დროისთვის ოპოზიციონერი უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.