"ყველას ვუცხადებ თანადგომას, ვისაც ხვდება რუსული რეჟიმის ხელი" - ნიკა მელია დიმა ჩიქოვანის ცემაზე

08.05.24 23:29
"ყველას ვუცხადებ თანადგომას, ვისაც ხვდება რუსული რეჟიმის ხელი" - ნიკა მელია დიმა ჩიქოვანის ცემაზე

"ყველას ვუცხადებ თანადგომას, ვისაც ხვდება რუსული რეჟიმის ხელი", - ასე ეხმაურება "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია დიმა ჩიქოვანზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას.

ყველას ვუცხადებ თანადგომას, ვისაც ხვდება რუსული რეჟიმის ხელი.

დღეს ასე გაუსწორდნენ დიმა ჩიქოვანს.

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა პერსონალურ დამოკიდებულებებს კონკრეტული ადამიანების მიმართ, დიდი ბოროტება გვაქვს დასამარცხებელი;

საქართველო არ და ვერ გახდება რუსეთი, - წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

დიმა ჩიქოვანს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ენმ-ს წევრმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას თავს "ოცნების" ზონდერები დაესხნენ. ჩიქოვანის თქმით, სულ ორი ადამიანი იყო.

 ამ დროისთვის ოპოზიციონერი უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.