"ოცნება" პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე - ხაბეიშვილი დიმა ჩიქოვანზე თავდასხმაზე
"ოცნება" პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე - ასე ეხმაურება ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დიმა ჩიქოვანზე განხორციელებულ სასტიკ ანგარიშსწორებას.
დღეს საღამოს საკუთარ სახლთან, ჯგუფურად და ორგანიზებულად, რუსული მთავრობის ზონდერები თავს დაესხნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს.
ოცნება პასუხს აგებს ყველა ძალადობაზე რასაც ის აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ. რუსული მთავრობა დამარცხდება, საქართველო არასოდეს გარუსდება❗️
ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მხოლოდ სიძულვილი შეუძლია❗️
Dimitri Chikovani გამხნევდი ძმაო", - წერს ლევან ხაბეიშვილი.
დიმა ჩიქოვანს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ენმ-ს წევრმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მას თავს "ოცნების" ზონდერები დაესხნენ. ჩიქოვანის თქმით, სულ ორი ადამიანი იყო.
ამ დროისთვის ოპოზიციონერი უკვე ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული.