ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდა - ზურა ჯაფარიძე

09.05.24 00:05
ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდა - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ძმას სადარბაზოსთან რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

"ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ

სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ", - წერს ზურა ჯაფარიძე.