დიმა ჩიქოვანი ხეჩინაშვილის კლინიკიდან სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს
დიმა ჩიქოვანი ხეჩინაშვილის კლინიკიდან სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკიდან გამოსვლის დროს, ენმ-ს წევრმა თქვა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ამ ძალადობაზე აუცილებლად აგებს პასუხს.
ორი ადამიანი დამესხა თავს. სახლთან დამესხნენ თავს. ეს არის "ქართული ოცნების" დაკვეთა და დასრულდება მათი რეჟიმი ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი. არა რუსულ მთავრობას", - ამბობს ჩიქოვანი.