გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში, დაანებონ თავი სახელმწიფო უწყებებს - გომელაური

09.05.24 11:14
გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში, დაანებონ თავი სახელმწიფო უწყებებს - გომელაური

გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში, დაანებონ თავი სახელმწიფო უწყებებს - შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სუს-ის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.

"გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ"- თქვა მედიასთან პირველმა პოლიციელმა.  

არც იოცნებონ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავის ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს.

სუს-ი ამტკიცებს, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ძალადობრივი სცენარების განვითარებას ისახავს. ლილუშვილია უწყება ირწმუნება, რომ "დანაშაულებრივ გეგმებში" ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი. ამასთან, მათი მტკიცებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებები უცხოეთიდან ფინანსდება, უცხოელი ინსტრუქტორები კი აქციის მონაწილეებს კონკრეტულ დავალებებს აძლევენ, რაც მიზნად პროცესების ე.წ. „მაიდანიზაციას“ ისახავს.

სუსი ასევე ამტკიცებს, რომ აღნიშნული, კვალის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის მეშვეობით ფინანსდება, რასთან დაკავშირებითაც უცხოელმა ინსტრუქტორებმა აპრილის ბოლოს საქართველოში ტრენინგებიც კი ჩაატარეს. 

საგამოძიებო უწყება ირწმუნება, რომ აღნიშნული პროვოკაციების საბოლოო მიზანს ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა წარმოადგენს. 

მსგავსი სიახლეები