მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ივანიშვილი და მისი რეჟიმია - ცისკარიშვილი
"მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართული ოცნება" ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტერორს აწარმოებს.
მთავარი ეჭვმიტანილი დიმა ჩიქოვანის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არის ბიძინა ივანიშვილი, მისი რეჟიმი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებს ტერორს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ და ეჭვმიტანილი ვინ იქნება თუ რა მისი ზონდერები, სპეციალურად ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც ასე მარტო თუ ვინმეს მოიხელთებენ, რამდენიმე ადამიანი თავს ესხმის, ტელეფონს ართმევს, სცემენ უმოწყალოდ ადამიანებს და ფიქრობენ, რომ არჩევიან დაუსჯელები. შეიძლება ივანიშვილმა და ამ შს სამინისტრომ არ დასაჯოს, მაგრამ აუცილებლად ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. ნუ გგონიათ, რომ გადარჩებით.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს 8 მაისს დაესხნენ. როგორც ჩიქოვანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, სასტიკი ანგარიშსწორება "ოცნების" ზონდერებმა მოუწყვეს.