მეტი რაა საჭირო, რომ ივანიშვილი ქართული დემოკრატიის დანგრევისთვის დაასანქციროთ - ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილს პასუხობს. საუბარია, ივანიშვილის გუნდის ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება იმ პირების "მონაცემთა ბაზას" შექმნის, რომლებიც პაპუაშვილის მტკიცებით, "ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
ძვირფასო ჯოზეფ ბორელო და შარლ მიშელ, სხვა მეტი რა არის საჭირო, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გამო საბოლოოდ დაასანქციროთ, ევროკავშირის დაფინანსება გაუყინოთ და [ევროკავშირში] მიღებაზე მოლაპარაკებების გახსნა შეწყვიტოთ? ახლა ქართული დემოკრატიის გადარჩენისა და მის [საქართველოს] ხალხთან დგომის დროა.