"ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები" - ბოკუჩავა ჩიქოვანის ცემაზე
"ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები" - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმას.
ბოკუჩავა ამბობს, რომ სწორედ ქართველი ოლიგარქის დავალებით ახორციელებენ მოძალადეები სასატკ ანგარიშსწორებას ენმ-ის წევრებზე.
რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული რეპრესიები. რუსთაველის გამზირზე, სადაც პრაქტიკულად იკრიბებიან თავისუფალი და თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს, მათ დაუანონსა კონკრეტულად რეპრესიები, კონკრეტულად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ამას მოჰყვა ის უსასტიკესი ფიზიკური ანგარიშსწორება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ, როდესაც მას სასიკვდილოდ იმეტებდნენ ივანიშვილის დავალებით სპეცსამსახურები და ახლა დიმა ჩიქოვანის მიმართ ფიზიკური ძალადობა და ასევე უამრავი ახალგაზრდა მიმართ, რომელსაც არ აქვს არანაირი პოლიტიკური კუთვნილება, არ არიან არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილმა დააანონსა რეპრესიები და ჰგონია, რომ ამით შეაშინებს ახალგაზრდებს, ან შეაშინებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს და ამას ექნება მხოლოდ და მხოლოდ უკუეფექტი, ეს უფრო მეტად მოახდენს ჩვენს კონსოლიდაციას, იმას რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, არა მხოლოდ რუსული კანონის წინააღმდეგ, არამედ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს 8 მაისს დაესხნენ. როგორც ჩიქოვანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, სასტიკი ანგარიშსწორება "ოცნების" ზონდერებმა მოუწყვეს.