გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ფოტიგა

09.05.24 13:01
გადამწყვეტი დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის - ფოტიგა

"დროა, დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი" - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "X"- ზე ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა წერს და რეზოლუციის ფოტოს აქვეყნებს.

გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ "მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი როლი იგმობა".

ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგება - "ქართული ოცნების" მმართველობა შესაძლოა, ქვეყნისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ევროპალამენტმა 25 აპრილს დაამტკიცა რეზოლუცია, რითაც ევროკომისიას მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას. მისი შეჩერების მექანიზმი ევროკავშირს გააჩნია. ამიტომ, თუ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, მაშინ ჩვენი მოქალაქე ევროპის ქვეყნებში უვიზოდ შესაძლოა, ვეღარ წავიდნენ.  

პროცესი დაწყებულია და ერთადერთი, რაც მას შეაჩერებს რუსული  ანონის უკან გაწვევაა. ახლა სასწორზე დგას არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს შემდეგი ეტაპი. ბიძინა ივანიშვილს კი, ვინც ქვეყანას ევროპის ნაცვლად რუსეთისკენ მიაქანებს, პერსონალურ სანქციები დაუწესდეს. უმწვავესი რეზოლუცია, რომლის მსგავსიც არავის ახსოვს, 425 ხმით დამტკიცდა.