საქართველოს არ გაგატანთ რუსეთში - ირაკლი კუპრაძე

09.05.24 13:27
საქართველოს არ გაგატანთ რუსეთში - ირაკლი კუპრაძე

 საქართველოს არ გაგატანთ რუსეთში - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორების ღამეზე სრულ პასუხიმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. კუპრაძე  მოუწოდებს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულ პირებს გამოვიდნენ და ხმა ამოიღონ მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ.

გამოდით და ამოიღეთ ხმა ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ - საქართველოს გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რომლის დაკვეთითაც ქვეყანაში ძალადობა ხდება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

„ცხადია, ამ ყველაფერს სჭირდება ერთადერთი რამ, ერთიანობა მოსახლეობის მხრიდან, რაც გამოხატული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ყველა შრეში. მოგიწოდებთ სტუდენტებს გამოხვიდეთ და გაიფიცოთ, მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, თანაკურსელებს, თანაუნივერსიტეტელებს, ადამიანებს, ვინც მუშაობთ იურიდიული მიმართულებით სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში, პროკურორებად, გამომძიებლებად, პოლიციელებად გამოდით და ამოიღეთ ხმა ამ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს გვართმევს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რომლის დაკვეთითაც ხდება ქვეყანაში ძალადობა. ნუ იქნებით სიჩუმით იმ დანაშაულის მონაწილე, რასაც ივანიშვილი სჩადის, ის 83 დეპუტატი და სულ რაღაც რამდენიმე ჩინოვნიკი, ვინც ცდილობს, რომ ზეწოლით, ძალადობით, თქვენი ხანდაზმული მშობლები იძულებთ წაიყვანონ საპროტესტო აქციებზე. თქვენი შვილები დააშინონ, დაურეკონ და აგინონ. დღეს გამოსავალი ჩვენი ქვეყნის დასახსნელად არის ერთადერთი, საქართველოს რუსეთში არ გაგატანთ, არ ვიქნებით ამ სიჩუმის თანამონაწილე. ახლა ჯერ თქვენზეა საჯარო მოხელეებო, პოლიციელებო, თქვენ შეგიძლიათ ის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ, გარუსების წინააღმდეგ. თუ ეს ნავსი გატყდება უნდა მივიჩნიოთ, რომ რუსული ხელისუფლება ამ ქვეყანაში დამარცხდება“, - აღნიშნა კუპრაძემ.

მსგავსი სიახლეები