მოქალაქეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის გამო პოლიციამ პარკის დატოვება მოსთხოვა

09.05.24 13:46
მოქალაქეს რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის გამო პოლიციამ პარკის დატოვება მოსთხოვა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქე, ნესტან ანანიძე წერს, რომ მას თბილისში, "გამარჯვების პარკში", ვარჯიშის დროს პოლიციელებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

მოქალაქე ამტკიცებს, რომ მიზეზი მაისური გახდა, რომრლაც აწერია "არა რუსულ კანონს."

აღსანიშნავია, რომ "გამარჯვების პარკში" ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან, დაკავშირებული ღონისძიება იმართებოდა, რომელსაც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

"დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი რატომ, საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ მეთქი. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა.

შემდეგ ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ბოლოს სადაც ხალხი იდგა, იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში-მეთქი, მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა და მეორე მხრიდან გაგაცილებთ ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო", - წერს ნესტან ანანიძე ფეისბუკზე.

მსგავსი სიახლეები