გადაჭრილი მუხრუჭები და დასერილი სავარძლები - შეტევა ბაიკერებზეც დაიწყო

09.05.24 17:06
გადაჭრილი მუხრუჭები და დასერილი სავარძლები - შეტევა ბაიკერებზეც დაიწყო

დაზიანებული მოტოციკლები, გადაჭრილი მუხრუჭები და დასერილი სავარძლები - ათობით ბაიკერს დილით სწორედ ამ მდგომარეობაში დახვდა საკუთარი მოტოციკლი. 

შურისძიება რუსული კანონის გაპროტესტების გამო - შეტევა ბაიკერებზეც დაიწყო. 

ყველა მათგანი რუსულ კანონს აქტიურად აპროტესტებს და უწყვეტ მიტინგებს რუსთაველზე სულ სხვა დატვირთვას აძლევენ.

დამხვდა სკამი აბსოლუტურად ბოლომდე გადაჭრილი, უყელაირი კაბელი, ტროსი ასევე გადაჭრილი, ბორბლებიც დაფუშული... დაგეგმილად უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, ელემენტარულად ამ ყველაფრის გადასაჭრელად დანით ვერ გადაჭრილდნენ, რკინის კაბელები არის სპეციალური, ისე, რომ არ იყოს წინასწარ მზად ადამიანი, ისე ვერ გადაჭრიდნენ. შეშინების და გაჩუმების მცდელობაც შეიძლება, რომ შეფერხების, რომ აქციაზე ნაკლებად გამოვიდეთ, მგონი, საპირისპიროს აკეთებენ, ვისაც ვიცნობ უფრო მეტად უნდებათ აქციებზე გამოსვლა ამ ყველაფრის შემდეგ," - ამბობს ერთ-ერთი ბაიკერი.

მოვედი სკუტერის შესამოწმებლად და დამხვდა სამი კაბელი გადაჭრილი, მუხრუჭის კაბელი, მაჩვენებლების კაბელი და ბოლოს სკამიც დაჭრილი დამხვდა. სავარაუდოდ ერთი ადამიანი იყო, ხმა არ გამიგია, ბევრი რომ ყოფილიყო, ალბათ, მათ შორის საუბარიც იქნებოდა. აქციებზე ისევ გავალ, ვერ შემაშინებენ, სკუტერით ვერ გავალ, მაგრამ ფეხით ყველა ვარიანტში,“ - ამბობს ერთ-ერთი ბაიკერი. 

მოქალაქეები "პირველებთან" ყვებიან, რომ საპატრულო პოლიცია მათ აღრიცხვას იწყებს და ფოტოებს უღებენ სკუტერის მფლობელებს.

გუშინ დაახლოებით, 7-ის ნახევრისკენ, გამაჩერა პატრულის ეკიპაჟმა, სტანდარტულად როგორც ხდება გადამოწმება - მივაწოდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გადაამოწმეს მართვის მოწმობის ქონა-არქონა, როდესაც ავტომობილიდან ბრუნდებოდა პატრულ-ინსპექტორი დაიწყო - სამხრე კამერის პარალელურად, ჰქონდა პირადი მობილური ტელეფონი ამოღებული, მთხოვა რომ ნიღაბი მომეხადა - ნიღაბი მოვიხადე იმ მიზნით, რომ იდენტიფიცირება გამევლო პირადობასთან ერთად, რომ ვკითხე, რისთვის ჰქონდა ეს ტელეფონი, მივიღე პასუხი, რომ ამზადებენ რაღაც ბაზას, რაშიც უნდა ჩართონ მოქალაქე მოპედიანი იქნება, მოტოთი თუ ა.შ. ეჭვი მაქვს, რომ იწყებენ ნელ-ნელა აღრიცხვას იმ ადამიანების, ვინც მშვიდობიანად ცდილობს საკუთარი აზრის დაფიქსირებას და ერთვება მსვლელობებში,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.  

მსგავსი სიახლეები