საქართველოსთვის EU-ს დაფინანსების, ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება - სამი საკითხი, რაზეც ევროპელი ლიდერები მსჯელობენ
"ევროკაშირის დაფინანსების შეჩერება, საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება და ბოლოს უნდათ შეხედონ, რამდენად არის შესაძლებელი ვიზის შეჩერება საქართველოსთვის," - ეს არის ის სამი საკითხი, რაზეც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.
როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი ამბობს, ევროპელი ლიდერები ამ სამ წინადადებაზე მსჯელობენ და განიხილავენ მოქმედების გეგმას იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღებს.
იქნება თუ არა პერსონალური სანქციები - როგორც იოზვიაკი ამბობს, ევროპელი ლიდერები ეჭვობენ, რომ პერსონალურ სანქციებს ისეთი ეფექტი არ ექნება, რადგან პუტინიც და ლავროვიც სანქცირებულები არიან, თუმცა ეს მათ განზრახვებზე არ აისახება.
ევროკავშირში ზეწოლის რამდენიმე მექანიზმს განიხილავენ კანონის დამტკიცების შემთხვევაში. მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. შეგვიძლია სამ სხვადასხვა ვარიანტზე ვისაუბროთ. ეს არის ევროკაშირის დაფინანსების შეჩერება საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება და ბოლოს უნდათ შეხედონ რამდენად არის შესაძლებელი ვიზის შეჩერება საქართველოსთვის. ის ფაქტი, რომ ამ საკითხს უკვე განიხილავენ მიუთითებს, რომ არიან წევრი სახელმწოფოები, რომლებსაც ამ ვარიანტის განხილვა სურს. ვიზალიბერალიზაცის გაჩერებას განიხილავენ, რადგან იციან რამდენად მნიშნელოვანია ეს საქართველოსთვის, მათ არ უნდათ ქართველს ხალხს გული ატკინონ, მაგრამ სურთ მაგიდაზე ყველა კარტი ედოთ. ძალიან დარდობენ ამ კანონის გამო, შეგახსენებთ, რომ არ არსებობს ევროკაშირში ქვეყანა, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტის კანონი აქვს მიღებული და ასევე სარგებლოს უვიზო რეჟიმითაც. პირადად მე არ მგონია, რომ ეს საკითხი გავა, თუმცა ფაქტი, რომ ისინი ამაზე საუბრობენ და ჩვენც ჟურნალისტებს გვაგებინებენ, ნიშნავს, რომ ევროკავშირს საქართველოში ტემპერატურის აწევა უნდა და ეს არის ძირითადი მესიჯი. ლიდერები ევროგაერთიანებიდან ამბობენ, რომ რომ მხოლოდ ლაპარაკი საკმარისი არ არის, უნდა ვიმოქმედოთ. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ლდირებისთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე სანქციების დაწესება, ევროკავშირმა სანქციები პუტინს და ლავროვსაც დაუწესა, მაგრამ ამან შეაჩერა ისინი? - არა. სანქციები ხალხს ვერაფერს უზამს, ამიტომ მსჯელობენ ამ საკითხზეც," - ამბობს იოზვიაკი.