კრამონი პაპუაშვილზე: 425 ევროპარლამენტარს აქვს სურვილი, მას ევროკავშირის ანაბანა აუხსნას
"რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებს) ევროკავშირის ანაბანა აუხსნას," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე წერს.
გაგვიმხელს ბატონი შალვა პაპუაშვილი, თუ ვის გულისხმობს ევროკომისიიდან? რადგან 425 პარლამენტარს, რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა, აქვს სურვილი, მათ [ხელისუფლების წარმომადგენლებს] ევროკავშირის ანაბანა აუხსნას.
თუ ისევ იტყუება ქართული ოცნება, წინა წლის მსგავსად, როდესაც პირობა გასცეს, რომ რუსულ კანონს ხელახლა აღარ წარადგენდნენ?" - წერს ევროპარლამენტარი.
8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ მათ [ევროპარლამენტარებს] არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ".