ხდება თავდასხმები, სატელეფონო ზარები ხორციელდება, მიმდინარეობს ხალხის დაშინება, ეს უნდა შეჩერდეს - ჰერჩინსკი
"ხდება თავდასხმები, სატელეფონო ზარები ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და მიმდინარეობს ხალხის დაშინება, ეს უნდა შეჩერდეს," - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საუბრობს და ძალადობრივ კამპანიას ეხმაურება.
როგორც ელჩი ამბობს, საქართველოში, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა და რომელიც კანდიდატის სტატუსის მქონეა, მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ უნდა ხდებოდეს.
ჰერჩინსკის თქმით, ევროპელი ლიდერები საქართველოს მთავრობასთან მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს და რომ შეწყდეს ძალადობა, რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში.
ჩვენი პოზიცია ყოველთვის ცალსახა და ნათელია, ნებისმიერი სახის ძალადობა, აბსოლიტურად მიუღებელია, ეს უნდა შეწყდეს, შემიძლია გავიმეორე ის რაც ჰოფმანმა თქვა, უნდა დაიწყოს საქართველოსთან მოლაპარაკებები, რადგან განაგრძოს ქვეყანამ ევროკავშირისკენ სვლა, ნებისმიერი სახის ძალადობა არ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღები, მითუმეტეს კანდიდატი ქვეყნისთვის, ეს მიუღებელია.
ჩვენ აქ ვართ იმისთვის რომ დავუჭიროთ მხარი საქართველოს, ყოველთვის გვაქვს საუბარი პოლიტიკოსებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იმუშაონ ერთად და შეთანხმებულად, სამწუხაროდ, დეპოლარიზაცია საქართველოშო საკმაოდ დიდი პრობლემაა, ამას ვხედავთ ყოველ ღამე ჩვენს ეკრანებზე, ხდება თავდასხმები, სატელეფონო ზარები ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან და მიმდინარეობს ხალხის დაშინება, ეს უნდა შეჩერდეს, ამის ადგილი არ არის არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და მითუმეტეს იმ ქვეყანაში რომელიც ევროკავშიროს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონეა.
საქართველო სამწუხაროდ მთავარი განხილვის საკითხია ყველა საერთაშორისო მედიაში და სამწუხაროდ არა კარგი მიზეზების გამო, ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მიმდინარე პროცესებით, ვმუშაობთ ქართულ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა და შეწყდეს წვეყანაში მიმდინარე ძალადობა," - ამბობს ელჩი.