ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პრეზიდენტი ესწრება, "ოცნებიდან" კი არავინ მისულა
რუსთაველის თეატრში, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი მივიდა.
ღონისძიების მასპინძელი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკია. რუსთაველის თეატრში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ მმართველი გუნდის წევრებიც, თუმცა ისინი ამ დრომდე არ მისულან.