EU-ს პრესსპიკერი: დაშინება, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები მიუღებელია
"დაშინება, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე მიუღებელია," - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
საქართველო: დაშინება, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე მიუღებელია.
ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და მსგავსი ქმედებების გამოძიება," - წერს ნაბილა მასრალი.