მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის გაბედულ ნაბიჯს, მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფებს, გააკეთოს სწორი არჩევანი - სააკაშვილი
“მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. ” - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკააშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის მის დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს.
“მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს.
მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს. ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად.
დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელორუსი.
ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელორუსთან. ეს მოგვწონს?
ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი?
კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!” - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში