"ოცნების" ბოიკოტი? - ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამთავრობო გუნდისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელია

09.05.24 19:32
"ოცნების" ბოიკოტი? - ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამთავრობო გუნდისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელია

 

 

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "ოცნების" ლიდერებისთვის განკუთვნილი სკამები ცარიელია. ფოტოზე ჩანს, რომ ევროკავშირის ელჩის გვერდით გათვალისწინებული იყო როგორც მთავრობისთვის, ასევე ქართული ოცნების წევრებისთვის ადგილები, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერები ღონისძიებას არ დაესწრნენ.

ფოტოზე ჩანს, რომ ევროკავშირის ელჩის გვერდით, ერთ მხარეს ზის საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მხარე კი ცარიელია.

ღონისძიების მასპინძელი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკია.

ჯერჯერობით, "ქართულ ოცნებაში" არ უთქვამთ, რატომ არ მივიდნენ ევროკავშირის ელჩის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

რაც შეეხება, საქართველოს მთავრობას, "პირველებს" უთხრეს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხა, დროის სიმცირის გამო.

მსგავსი სიახლეები