ღირსეული პროფესიონალის გადაწყვეტილება - ნაცვლიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომაზე
ღირსეული პროფესიონალის გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომას.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ყველა ღირსეული დიპლომატის ნაბიჯი უნდა იყოს სწორედ ასეთი.
ეს არის ღირსეული პროფესიონალის გადაწყვეტილება. დღეს, როდესაც წყდება საქართველო გააგრძელებს არსებობას როგორც საქართველო, თუ დაბრუნდება რუსულ ჭაობში, ყველა ღირსეული დიპლომატის და ყველა ღირსეული ადამიანის ნაბიჯი უნდა იყოს სწორედ ის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ღალატში", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი "პირველებთან".
დიდი რღვევა დიპლომატიურ მისიებში დაწყებულია. პირველი, ვინც რუსული კანონის გამო თანამდებობა დატოვა საფრანგეთში საქართველოს ელჩია. "ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურს ამ მიმართულებით. ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს", - დაწერა სოციალურ ქსელში გოჩა ჯავახიშვილმა. დიპლომატმა თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე მიმართა. სავარაუდოდ ეს დასაწყისია. არ არის გამორიცხული ერთი დიპლომატის დემარში დომინოს პრინციპით გავრცელდეს სხვებზეც.