როგორც არასდროს, მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მომავალი. არ დავნებდით, დავიცავთ კანდიდატის სტატუსს და განვავითარებთ - პრეზიდენტი
"როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მომავალი. ჩვენ არ დავნებდით, ჩვენ დავიცვათ ჩვენი კანდიდატის სტატუსს და განვავითაროთ კიდევ უფრო ის" - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო დღეს ევროპული მომავლისა და რუსული იმპერიალისტური წარსულის გზაგასაყარზეა. თუმცა როგორც პრეზიდენტი ამბობს, ევროპა ქართველების ისტორიული არჩევანია.
როგორც არასდროს, ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი მომავალი. ჩვენ არ დავნებდით, ჩვენ დავიცვათ ჩვენი კანდიდატის სტატუსს და განვავითაროთ კიდევ უფრო ის. საქართველო დღეს იმყოფება გზაჯვარედინზე ევროპულ მომავალსა და რუსულ იმპერიალისტურ წარსულს შორის. უმრავლესობა სამოქალაქო საზოგადოებას, ნათლად აცხადებს, სად ხედავენ მათ მომავალს, ეს არის მშვიდობიანი განვითარებული პასუხისმგებლობთ აღსავსე ევროპული მომავალი. ეს არის სწორედ ის გზა, რომელსაც მიუყვება ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა, თვითგამორკვევა. ჩერჩილის სიტყვებია, არასოდეს დანებდეთ, არასდროს დანებდეთ," - თქვა პრეზიდენტმა.