ისტორიას რჩება მამაცი ადამიანების სახელი - დეკანოიძე საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომაზე

09.05.24 20:03
ისტორიას რჩება მამაცი ადამიანების სახელი - დეკანოიძე საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომაზე

ისტორიას რჩება მამაცი ადამიანების სახელი - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომას.

დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები აუცილებელია, რადგან "ოცნება" სამშობლოს წინააღმდეგ არის წასული. 

სამშობლოს წინააღმდეგ წასული ხელისუფლების საწინააღმდგეგო განცხადებები აუცილებელია, რადგან ისტორიას რჩება მამაცი ადამიანების სახელი და ისტორიას არ რჩება იმ ადამიანების სახელი, ვინც ასე კომფორმისტულად უდგება ეროვნულ ინტერესებს", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

დიდი რღვევა დიპლომატიურ მისიებში დაწყებულია.  პირველი, ვინც რუსული კანონის გამო თანამდებობა დატოვა საფრანგეთში საქართველოს ელჩია.  "ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა  და რესურს ამ მიმართულებით. ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს", -  დაწერა  სოციალურ ქსელში გოჩა ჯავახიშვილმა. დიპლომატმა  თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე მიმართა. სავარაუდოდ ეს დასაწყისია. არ არის გამორიცხული ერთი დიპლომატის დემარში დომინოს პრინციპით გავრცელდეს სხვებზეც. 

მსგავსი სიახლეები