როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია - წილოსანი ჯავახიშვილზე
როგორც ჩანს, ბატონი “ელჩყოფილისთვის” თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, - ასე ეხმაურება აპარლამენტის ვიცე-სპიეკრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის თანამდებობიდან გადადგომას.
„ბატონი “ელჩყოფილისთვის”, როგორც ჩანს, თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ მიღებული გამჭვირვალობის "რუსული კანონი", - წერს წილოსანი „ფეისბუქზე“.
დიდი რღვევა დიპლომატიურ მისიებში დაწყებულია. პირველი, ვინც რუსული კანონის გამო თანამდებობა დატოვა საფრანგეთში საქართველოს ელჩია. "ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურს ამ მიმართულებით. ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს", - დაწერა სოციალურ ქსელში გოჩა ჯავახიშვილმა. დიპლომატმა თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე მიმართა. სავარაუდოდ ეს დასაწყისია. არ არის გამორიცხული ერთი დიპლომატის დემარში დომინოს პრინციპით გავრცელდეს სხვებზეც.