ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დგას - რუსული კანონი შესაძლოა, საქართველოსთვის ახალი რკინის ფარდა აღმოჩნდეს

09.05.24 20:20
ვიზალიბერალიზაცია რისკის ქვეშ დგას - რუსული კანონი შესაძლოა, საქართველოსთვის ახალი რკინის ფარდა აღმოჩნდეს

 

რუსული კანონი შესაძლოა საქართველოსთვის ახალი რკინის ფარდა აღმოჩნდეს. ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება რეალურად ემუქრება. მსჯელობა ბრუსელში უკვე დაწყებულია. ევროპელი ლიდერები საპასუხო ზომებზე მსჯელობენ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ასევე დღის წესრიგშია ფინანსური დახმარების შეწყვეტა და მოლაპარაკებების პროცესის გაყინვა. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალები გასაჯაროვდა. 

ხელისუფლებას დასავლეთის ხმა არ ესმის, ამიტომ ევროკავშირი იძულებულია მოქმედებაზე გადავიდეს, რაც საქართველოში ევროკავშირის ელჩამაც დაადასტურა. პაველ გერჩინსკიმ  დღეს ღიად თქვა, რომ საქართველოს უდიდესი მონაპოვარი, უვიზო მიმოსვლა საფრთხის ქვეშ დგას. რუსული კანონი ის წითელი ხაზია, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას არ აპატიებს.  ევროპა ქართული ოცნების წესებს არ მიიღებს, ამიტომ ყველაზე მძიმე მექანიზმების ამუშავებაზე მსჯელობს.

დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები