წახალისებული და ხელისუფლებისგან ფორმალურად დაგმობილი ძალადობა

09.05.24 21:01
წახალისებული და ხელისუფლებისგან ფორმალურად დაგმობილი ძალადობა

 

წახალისებული და ხელისუფლებისგან ფორმალურად დაგმობილი ძალადობა. სიკვდილის ბრიგადების  ღამის თარეშისა და სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, შს მინისტრი  მომხდარს ერთი სიტყვით აფასებს. სამწუხაროა -  ვახტანგ გომელაურს არ ესმის,   რატომ უნდა აიღოს მან პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც გუშინ თბილისის ქუჩებში ხდებოდა. ქვეყნის ნომერ პირველი პოლიციელი  ძალადობას  გმობს, მაგრამ არაერთი მცდელობის შემდეგ, ამის  მეტს მაინც  არაფერს ამბობს

სასტიკ  ძალადობაზე  ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს  პრემიერ მინისტრს. პასუხისმგებლობას ვერც ირაკლი  კობახიძე გრძნობს, რომელმაც დღეს საერთოდ გაჩუმება ამჯობინა. სამაგიეროდ ილაპარაკა კალაძემ, რომლის ნათქვამიდანაც გავიგეთ, რომ თბილისის მერისთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ გააჩნია ვინ არიან ამ ძალადობის ადრესატები.  იუსტიციის მინისტრმა კი  თავდასხმების სერია  აქციის ორგანიზატორებს დააბრალა

მსგავსი სიახლეები