"ვერ გაგცემთ პასუხს" - რა პასუხი აქვს სამართალდამცავებს აბაშიძის სახლში შესვლაზე
რატომ არ აძლევენ უჩა აბაშიძეს ადვოკატთან დარეკვის უფლებას და რატომ არ უშვებენ მასთან ოჯახის წევრებს? - ამ კითხვას სამართალდამცავები არ პასუხობენ.
„ვერ გაგცემთ პასუხს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ - ეუბნება ერთ-ერთი სამართალდამცავი „პირველების“ ჟურნალისტს.
უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა. სამხედრო ექსპერტის სახლში მის ოჯახის წევრებს არ უშვებენ და არც უჩა აბაშიძეს აძლევენ შესაძლებლობას, რომ ადვოკატს დაუკავშირდეს.