პანიკის გამოხატულებაა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის საცეცებს - ხაზარაძე
"ორ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ქვეყნის მთავრობას და ქართულ ოცნებას სჭირს ღრმა კრიზისი და მეორე მხრივ, გვჭირს გამოფხიზლება - ახალი თაობის წინა ხაზზე გამოსვლა," - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე საუბრობს.
როგორც "რეაქციაში" ხაზარაძე ამბობს, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ძალადობა ოპონენტებზე, არის პანიკის გამოვლინება და მასზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება.
როგორც ხაზარაძე ამბობს, დაშინების მიზნით რეკავენ ყველასთან, მათ შორის მის თანაპარტიელებთან და ასევე მის ოჯახთან.
ორ მოვლენასთან გვაქვს საქმე - ქვეყნის მთავრობას და ქართულ ოცნებას სჭირს ღრმა კრიზისი, პანიკა და შეშფოთება იმისა, რომ ამ არჩევნებს აგებენ და ხელისუფლების გადაბარება მოუწევს და მეორე მხრივ, გვჭირს გამოფხიზლება - ახალი თაობის წინა ხაზზე გამოსვლა, იმ თაობის, რომელიც დაიბადა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში და რომლებსაც უნდათ აბსოლუტურად სხვანაირი ტიპის საქართველოში ცხოვრება.
ეს არის პანიკის გამოხატულება, მთელი პასუხისმგებლობა ამ პროცესზე ეკისრება ერთადერთ ადამიანს და შესაბამისად, ამ ადამიანის საცეცებს საქარტელოში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
ეს ძალა აუცილებლად გარდაიქმნება საარჩევნო პროტესტში, რანაირი კანონიც არ უნდა მიიღონ და აუცილებლად საქართველო დაადგება აღორძინების გზას,“ - ამბობს ხაზარაძე.