საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო - პრეზიდენტი

09.05.24 21:43
საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო - პრეზიდენტი

"გაგვიჩნდა მაგალითი, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას," - ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილი აკეთებს.

პრეზიდენტი საფრანგეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და ამბობს, რომ მთავარია პრინციპების და ქვეყნის ერთგულება. 

გაგვიჩნდა მაგალითი, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი, საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას, ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არანაირი პარტიის, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო, ასეთი ერთგული საქართველო ნამდვილად შევა ევროპაში,“ - ამბობს პრეზიდენტი.

 

მსგავსი სიახლეები