უჩა აბაშიძესთან ადვოკატს არ უშვებენ

09.05.24 22:19
უჩა აბაშიძესთან ადვოკატს არ უშვებენ

უჩა აბაშიძესთან ადვოკატს არ უშვებენ. გიორგი მახარაძეს სახლში შესვლის შესაძლებლობას სამართალდამცავები არ უშვებენ. ადვოკატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა მათგან მიიღო პასუხი, რომ საქმეში ვერ ჩაერთვებოდნენ, თუ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევა არ დაფიქსირდებოდა.

ყველანაირი შეფერხება არის კანონსაწინააღმდეგო. შეტყობინებას არ ვიღებთ იმიტომ, რომ მაინც და მაინც ძალადობა უნდა იხმარონ პოლიციელებმა, რომ საგამოძიებო სამსახური ჩაერთოს, ასე მითხრა ოპერატორმა, ძალადობთ არა, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა შევიდეთ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“ - ამბობს გიორგი მახარაძე.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ახალგაზრდები უჩა აბაშიძის სახლთან მივიდნენ.  

მსგავსი სიახლეები