სერიოზული გზავნილი და სანიმუშო სვლაა მისივე კოლეგებისთვის და ქართული დიპლომატიური კორპუსისთვის - პეტრიაშვილი
"ძალიან ღირსეული განცხადება და პოზიციაა. ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და სანიმუშო სვლა და ნაბიჯი მისივე კოლეგებისთვის და ქართული დიპლომატიური კორპუსისთვის," - ამ განცხადებას ალექსი პეტრიაშვილი "რეაქციაში" აკეთებს.
პეტრიაშვილის თქმით, საფრანგეთში საქართველოს ელჩის გოჩა ჯავახიშვილის ნაბიჯი მისი კოლეგებისთვის სანიმუშოა.
ძალიან ღირსეული განცხადება და პოზიციაა. როდესაც ევროპის ქვეყანაში, საფრანგეთში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებს და თანამდებობას ტოვებს, ეს არის რეალურად იმის დასტური, რომ არსებული რეჟიმის პირობებში და არსებული რეჟიმის მართვის პირობებში არც ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც ბუნებრივია, ბევრზე უფრო მეტად ჩახედულია, გოჩა ჯავახიშვილი ათწლეულებია საქართველოს ემსახურება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.
აქ ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და სანიმუშო სვლა და ნაბიჯი მისივე კოლეგებისთვის და ქართული დიპლომატიური კორპუსისთვის. მე პირადადაც მივმართე საჯაროდაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, რონდელის ფონდმაც და 60-ზე მეტმა ორგანიზაციამ, რომ აიმაღლონ ხმა, ეს არ არის ის მომენტი, რომ რაღაც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იქნეს აღქმული, ეს არის ქვეყნის მომავალთან დაკავშირებული ისტორიული მომენტი," - ამბობს პეტრიაშვილი.