კომპიუტერები, ზურგჩანთა - ექსპერტ-კრიმინალისტებმა აბაშიძის სახლიდან ნივთების გამოტანა დაიწყეს
კომპიუტერები, ჩიპები, ზურგჩანთა - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა უჩა აბაშიძის სახლიდან ნივთების გამოტანა დაიწყეს.
შეფუთული ნივთები სამართალდამცავებს საცხოვრებელი სახლიდან გამოაქვს.
უცნობია, რას იკვლევს საგამოძიებო უწყება, რადგან ერთ საათზე მეტია, უჩა აბაშიძე პოლიციელებთან ერთად მარტოა სახლში, მასთან ჩხრეკის დასრულებისა და ნივთების გამოტანის შემდეგ შეუშვეს ადვოკატი.
აბაშიძის სახლთან არიან მისი მეგობრები, მეზობლები და ასევე, რუსთაველის გამზირიდან აბაშიძის სახლთან მისული აქციის მონაწილეები.
აბაშიძის სახლთან პოლიციელების დიდი რაოდენობაა მობილიზებული, შესასვლელთან დგას პოლიციის მანქანაც და ვარაუდობენ, რომ დაკავების შემთხვევაში სწორედ ამ ავტომობილით გაიყვანენ.