უჩა აბაშიძე დაკავებულია - ადვოკატის თქმით, ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას

09.05.24 22:56
უჩა აბაშიძე დაკავებულია - ადვოკატის თქმით, ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას

უჩა აბაშიძე დაკავებულია. ადვოკატის თქმით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ადვოკატის თქმით, აბაშიძემ მათ უთხრათ, რომ ერთ-ერთი ოთახიდან სამართალდამცავებმა ნივთები ისე გაიტანეს, რაც "თვალით არ უნახავს".

ჩაუდეს თუ არა მას იარაღი? - ადვოკატის ინფორმაციით, აბაშიძემ მათთან თქვა, რომ იარაღები მას გაფორმებული აქვს.

აბაშიძის თქმით, სამართალდამცავებმა ის ეზოში დააკავეს, "ფორთხვით აიყვანეს სახლთან, უარს აცხადებდა სახლში შეეყვანა პოლიციელები, ძალით გააღერეს და ასე ძალით მოხვდნენ ისინი".

როგორც ადვოკატი ამბობს, უჩა აბაშიძემ უფლებადამცველებს უთხრა, რომ სამართალდამცავები მას აბსურდულ კითხვებს უსვამდნენ, მაგალითად, რატომ აქვს სკუტერი, რატომ აქვს აირწინაღი, პირბადეები, Airsoft-ს რატომ თამაშობ? ე.ი. რაღაც უაკნონოსაც აკეთებს.

დაკავებულია უჩა აბაშიძე - ამ ეტაპზე ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. მას ყველანაირი იარაღი რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჰქონდა კანონიერად რეგისტრირებული. მან ასევე განაცხადა ჩვენთან რომ რაღაც ნივთები გაიტანეს მისი სახლიდან, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც მას თვალით არ უნახავს. 

გამიჭირდება იმის მტკიცება, მათ იქ რაიმე უკანონო ქმედება - ჩადება განახორციელე თუ არა, თუმცა სახეზეა უტიფარი კანონდარღვევები," - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის გარდა, უჩა აბაშიძის ძმა ამბობს, რომ სამხედრო ექსპერტს ორი იარაღის აქვს, ორივე მასზეა გაფორმებული - ერთი სანადირო თოფია. 

უჩა მოლაშქრეა, მილიტარისტია, სათამაშო იარაღები, სტრაიკბალის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს, მათ შორის დარეგისტრირებული იარაღიც აქვს," - ამბობს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები