ცისკარიშვილი: ზუსტად იანუკოვიჩის ხელწერაა "ტიტუშკების" მიგზავნა ხალხზე

09.05.24 23:14
ცისკარიშვილი: ზუსტად იანუკოვიჩის ხელწერაა "ტიტუშკების" მიგზავნა ხალხზე

„გასაგებია, რა ტერორსაც მიმართა ბიძინა ივანიშვილმა. ზუსტად იანუკოვიჩის ხელწერაა ტიტუშკების მიგზავნა ხალხზე,“ - ამის შესახებ პეტრე ცისკარიშვილი საუბრობს.

პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, ტერორი, რასაც ახლა ხელისუფლება ატარებს მოქალაქეების წინააღმდეგ, საკუთარი ამომრჩევლისთვისაა განკუთვნილი, რაც შეეხება რუსულ აქციებზე დაკავებულებს, ცისკარიშვილის შეფასებით, ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. 

საკუთარი ზურგის გასამაგრებლად, საკუთარი მხარდამჭერებისთვის რაღაც რწმენის შთაგონებისთვის დაიწყეს ხალხის ცემა, ძალადობა. როდესაც იჭერენ, პოლიტიკურ პატიმრებს ციხეში სვამენ და ამით ამაყობენ, ეს რაზე მიანიშნებს, რომ მათი მცირერიცხოვანი მხარდამჭერების კონსოლიდირებისთვის, შემომტკიცებისთვის და მათთვის სიამაყის დაბრუნებისთვის იმიტომ, რომ ხალხის განწყობა მათ მხარეს არ იყო, სჭირდებათ აგვარი მოქმედებები, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, თუ არა მუხანათურად სახლებთან დახვედრა და ძალადობა ბეისბოლის ბიტებით იქნებოდა თუ სხვადასხვა ხელკეტით, 7-8 კაცი ერთ ადამიანზე, გადაცმული სპეცრაზმი, ტიტუშკები თუ შპანა,“ - ამბობს ცისკარიშვილი.
 

მსგავსი სიახლეები