ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებები დაიწყო

09.05.24 23:33
ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებები დაიწყო

 

 

არა რუსულ კანონს - ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებები დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავები ძალის გამოყენებით აკავებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ. დაკავებულია, მინიმუმ, 5 ადამიანი.

დაკავებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. 

აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის ჭავჭავაძის გამზირზე გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი, პოლიცია კი პერიოდულად აკავებს მომიტინგეებს.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლიდან პარლამენტამდე მსვლელობით მიდიოდნენ.

ხმა არ ამოუღია ადამიანს, ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები