"ჩემთან ცოტა გაუჭირდებათ" - ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორების სამიზნე გახდეს
„ჩემთან ცოტა გაუჭირდებათ, იმიტომ, რომ მე იარაღის ტარების უფლება მაქვს,“ - ზურა გირჩი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ანგარიშსწორების სამიზნე გახდეს.
ჯაფარიძე ბორის ყურუაზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება გზავნის „ზონდერებს“ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისთვის.
ყველას დაჭერა შეუძლიათ სახლებით და გვარებით იციან, მაგათი მოგზავნილია, არაფერი გამოძიება არ სჭირდება, თვითონ იციან ვის აგზავნიან, დაჭერა რომ უნდოდეთ დაიჭერენ. რომ დაიჭირონ მერე მეორედ რომ დასჭირდება ვის გამოიყენებენ - მაგათზე დგანან. ცალკე ფორმიან პოლიციელებზე, რომლებიც თვითონ წესრიგს იცავენ, ოღონდ ამას ხელს არ კიდებენ და მერე უფორმო ზონდერებზე, რომლებიც ღამღამობით ვირთხებივით დადიან და ადამიანებს უსწორდებიან,“ - ამბობს ზურა ჯაფარიძე.