გოგოების მიმართ იყვნენ აგრესიულები... თელავდნენ - ფარულავა
"გოგოების მიმართ იყვნენ აგრესიულები, მე გადავეფარე რამდენიმე გოგოს, რომლებსაც თელავდნენ," - ამის შესახებ ოთო ფარულავა საუბრობს.
ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე დაწყებულ დაკავებებზე საუბრობს და ამბობს, რომ მინიმუმ 7 ადამიანია დაკავებული.
ჩვენ ვიყავით ბევრნი, არ ვეტეოდით ტროტუარზე, გვინდოდა გადაგვეკეტა გზა და მსვლელობით ჩავსულიყავით რუსთაველზე, ამის უფლება არ მოგვცეს და გამოიყენეს ძალა. ჩემი ინფორმაციით, 7 ადამიანი დააკავეს. იყვნენ გამორჩეულად აგრესიულები,“ - ამბობს ოთო ფარულავა.