წავიქეცი, უნდოდათ აშკარად სახის დაზიანება, ოთხნი იყვნენ - ჩაჩანიძე თავდასხმის დეტალებზე

10.05.24 00:17
წავიქეცი, უნდოდათ აშკარად სახის დაზიანება, ოთხნი იყვნენ - ჩაჩანიძე თავდასხმის დეტალებზე

„წავიქეცი, უნდოდათ აშკარად სახის დაზიანება. ოთხნი იყვნენ სულ, ორი წამოვიდა აქედან, მეორე წამოვიდა აქედან, ერთი მანქანით ელოდებოდა,“ - ამ განცხადებას ნოდარ ჩაჩანიძე აკეთებს და თავდასხმას იხსენებს.

ნოდარ ჩაჩანიძის თქმით, ძლიერი დაზიანებები არ აქვს. ჩაჩანიძის თქმით, ამ თავდასხმის შემდეგ მას მეზობელმა თავდაცვის მიზნით ე.წ. წიწაკის სპრეი აჩუქა. ამ დრომდე ჩაჩანიძესთან პოლიცია არ მისულა.

ჩაჩანიძის თქმით, გუშინაც ელოდებოდნენ და გეგმავდნენ მასზე თავდასხმას.

წავიქეცი, უნდოდათ აშკარად სახის დაზიანება და ხელები ავიფარე, მუშტები და მაჯები ძლიერად, რომ სახეში არ, ცოტა დამარტყეს თუმცა არ მეტყობა სახეზე. ზოგს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, ზოგს ნაკლებად, რამდენიმე წამი გაგრძელდა ეს ჩხუბი, სამწუხაროა, რომ ასეთი არაკაცური, ასეთი საშინელი დავალების შესრულება უწევთ ახალგაზრდა ბიჭებს „კაპიუშონი“,“ - ამბობს ჩაჩანიძე.

მსგავსი სიახლეები