ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე

10.05.24 01:01
ჩასაფრება ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე

 

 

ამ წუთებში ტელეკომპანია „პირველის“ ტერიტორიაზე არის ჩასაფრება. ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიასთან ორი ავტომობილია ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები სხედან.

ორი ტრანზიტულნომრიანი ჯიპი დგას ტელევიზიის გასასვლელთან. ტრანზიტული ნომრებით - ეს მანქანები ტელევიზიის გარეთ არიან დაახლოებით ერთ საათზე მეტია, ყველას ვინც არის მანქანაში უკეთია ნიღაბი,“ - ამბობს ნოდარ მელაძე.

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მან ჩასაფრებაზე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელმაც 112-თან გადაამისამართა.

ნოდარ მელაძის თქმით, მან საქმის კურსში ჩააყენა საპატრულო პოლიციაც. ნოდარ მელაძემ პირდაპირი ეთერიდან მიმართა შსს-ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აღნიშნა, რომ მყისიერი საფრთხის შესახებ შეტყობინება ორივე უწყებაში შესულია და პასუხისმგებლობა ამ ორ უწყებას ეკისრება.

მელაძის თქმით, იდენტიფიცირება ამ პირების მარტივადაა შესაძლებელი და ნომრების ამოღებაც.

მეორე მანქანა წინ გაიქცა, რომელიც იყო BMW, რომელსაც გაურკვეველი ნომერი ჰქონდა. ამ პერიმეტრზე დგას სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვიდეო სათვალთვალო კამერა, რომ გაიქცნენ კამერები დააფიქსირებდნენ მათ ნომრებს.
როგორც კი ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ტელევიზიასთან იყო ნიღბიანების ჩასაფრება, მე პირადად დავუკავშირდი შსს-ის პრესამსახურის ხელმძღვანელს და ვუთხარი, რომ ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ასეთი მდგოამრეობა. შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის ქეთევან კოვზიაშვილის პასუხი იყო, რა გავაკეთოთ, 112-ზე დარეკეთ, ეს არის პასუხი შსს-დან, როდესაც ტელევიზიაში ვმუშაობთ პირდაპირ ეთერში, მაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს, ახლა ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ ეს ადამიანები ან ტელევიზიიდან გასულ თანამშრომლებს აედევნონ და დატრიალედეს ის, რაც არის, მაინტერესებს, რა პასუხი არსებობს ამ კითხვაზე. მე შსს ჩავაყენე საქმის კურსში, დავრეკე 1112-ში და გამოვიძახე პატრული, აქ არის ჩასაფრება ადამიანების, რომლებიც ტელევიზიის სამაწყებლო ცენტრთან აწყობენ ჩასაფრებას, არ ვიცით, ეს ადამიანები ელოდებიან ეთერის დამთავრებას რომ ტელევიზიაში შევმოვარდნენ, უნდა აედევნონ ვინმეს, ვინც ტელევიზიაში არის, თუ რა გეგმა აქვთ მათ.

ქვეყანაში შექმნილი ითარებიდან გამომდინარე, ეს არის მყისიერი საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი სიცოცხლე არის საფრთხეში ამ წუთებში, შესაბამისად, მოვითხოვთ, მყისიერ რეაგირებას შსს-დან, რადგან მათი მოვალეობაა არის ეს. მეორე, პირდაპირი ეთერის რეჟიმში მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მოვალეობასაც წარმოადგენს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ბატონი კარლო კაციტაძის უწყებას, რომ ეს არის საჯარო განცხადება და ამ წუთებში აის მყისიერი საფრთხე. ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მუშაობს ტვ პირველში - ნებისმიერი თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ იმიტომ, რომ პირველი, 112-ში შეტყობინება არის დაფიქსირებული და მეორე, მე პირადად ჩავაყენე საქმის კურსში შსს-ის დეპარტამენტის დირექტოერი, შესაბამისად, ამწუთიდან თქვენ უნდა მიიღოთ მყისიერი ზომები" - ამბობს ნოდარ მელაძე.

მელაძის თქმით, ორივე ავტომობილი დაქოქილ მდგომარეობაში, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იდგა. მელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი ტელევიზიის შიდა ტერიტორიაზე შევიდა, დააწტყეს წრე და შემდეგ გავიდნენ გარე პერიმეტრზე.

ტელევიზიის ტერიტორიაზე 4-მა პირმა, რომლებიც იყვნენ პირბადეებით, შენიღბული ჰქონდათ სახე, დაარტყეს წრე, დაზვერეს სიტუაცია - რას ზვერავენ და რას აკეთებენ.

მე შეტყობინება საპატრულო პოლიციაში გავაკეთე 10 წუთის წინ, დავაფიქსირე შეტყობინება, რომ ჩვენ ვგრძნობთ მყისიერ საფრთხეს, იმიტომ, რომ აქ არის მოწყობილი ჩასაფრება, ველოდები, რა რეაგირება მოჰყვება ამას, რამდენ ხანში მოვა პოლიცია და რა რეაგირებას გააკეთებენ. ვერ დავადგინეთ, ვერ ვიპოვეთ, არის ბლეფი - ე.წ. მატროსოვის გვერდზეა ტელევიზია, შეუძლებელია, ეს კამერებს არ დაეფიქსირებინოთ, მათი სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი... დროზე ამოიღეთ და გაგვეცით პასუხი, ვინ მოაწყო ტვ პირველთან ჩასაფრება...

ეს არის ოფიციალურად ტერორიზმი და რეკეტი, დაშინება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომ ხვალ არ გავაგრძენოთ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება, ბოდიში, ამას არ გავაკეთებთ და ვიქნებით და ენთება ტელეცვიზია პირდაპირ ეთერში," - ამბობს მელაძე.