"ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია" - რას წერს უჩა აბაშიძის დედა
"უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია" - ამ განცხადებას ლია თოდუა ავრცელებს.
უჩა აბაშიძის დედა ავრცელებს შსს-ს კადრებიდან ამოღებულ ფოტოს, სადაც ჩანს იარაღები. ლია თოდუას თქმით, ფოტოზე არსებული იარაღები სათამაშო თოფებია, რადგან უჩა აბაშიძე სტრაიკბოლს თამაშობს და ამ იარაღების დიდი ნაწილი ნამდვილი არ არის.
ნამდვილი იარაღი გავრცელებული კადრებიდან დედის თქმით, მხოლოდ ორია და ორივე უჩა აბაშიძის სახელზეა რეგისტრირებული.
Ucha Abashidzeს სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებული," - წერს უჩა აბაშიძის დედა.