ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ პოლიციის ნიღბიანი პირები მისი მიმართულებით იმუქრებოდნენ

10.05.24 02:03
ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ პოლიციის ნიღბიანი პირები მისი მიმართულებით იმუქრებოდნენ

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ამბობს, რომ პოლიციის ნიღბიანი პირები მისი მიმართულებით იმუქრებოდნენ. ამის შესახებ მან რამდენიმ წუთის წინ დაწერა. 

"ვერ შეგვაშინებთ"- დაწერა ტელეწამყვანმა. 

ცოტახნის წინ პოლიციის ნიღბიანი პირები ჩემი მიმართულებით იშვერდნენ ხელს და პირადად ჩემი მიმართულები აჟღერებდნენ აგრესიულ სიტყვებს და იმუქრებოდნენ!!  იყო მცდელობა დაკავების რაც არ გამოუვიდათ და მადლობა იქ მყოფ ადამოანებს!! რის შემდეგ იყო ისევ სიტყვიერი აგრესია კონკრეტულად ჩემზე და მუქარა  !!!
ვაპირებ სახლში წასვლას და იმედის ვიტოვებ რომ მშვიდობით მივალ!! 
ჩემებო მაინც შემეხმიანეთ. თუ არ გიპასუხეთ კი მიხვდებით რაც მოხდა. 
P.S  ვერ შეგვაშინებთ!!

მსგავსი სიახლეები