ეს არის ტოტალური ტერორი - ნესტან ცეცხლაძე

10.05.24 02:37
ეს არის ტოტალური ტერორი - ნესტან ცეცხლაძე

"ეს არის ტოტალური ტერორი, მედიის ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ," - ამ განცხადებას ნესტან ცეცხლაძე აკეთებს. ცეცხლაძე ახლა ტვ პირველის შენობაშია და მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ მოაწყეს ნიღბიანმა პირებმა ჩასაფრება.

ნეტგაზეთის წარმომადგენელი ნესტან ცეცხლაძის თქმით, ახლა ჟურნალისტებმა ერთმანეთი უნდა დაიცვას. 

ეს არის ტერორი, მოვედით აქ, რომ გიყურეთ და შევშფოთდით. ერთმანეთი უნდა დავიცვათ ახლა ჟურნალისტებმა, მოქალაქეებმა, ეს არ არის სახელმწიფო, ეს არ არის ქვეყანა, რომლის პოლიციაც ვალდებულია, რომ აქ იყოს და დაგვიცვას, ეს არის ტოტალური ტერორი, მედიის ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეების წინააღმდეგ,“ - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

მსგავსი სიახლეები