სახელმწიფო გვაქვს საერთოდ? - მთივლიშვილი TV პირველში მივიდა
„საათნახევრის განმავლობაში პოლიცია არ მოვიდა შემთხვევის ადგილზე, სახელმწიფო გვაქვს საერთოდ? ოცნებამ ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუციები, მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუციები,“ - ამ განცხადებას გელა მთივლიშვილი აკეთებს.
მთივლიშვილი ტვ პირველის შენობაში იმყოფება, მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნახა კადრებში ტელევიზიასთან შენიღბული პირების ჩასაფრების, რასაც სამართალდამცავების მხრიდან ამ დრომდე არ მოჰყოლია რეაგირება.
მე არ ვიცი, ვის ელოდებოდნენ, თქვენ, ჩვენს სხვა კოლეგას თუ ეთერში მყოფ ადამიანებს, რომლებიც აქედან გავიდოდნენ, ან აქვე დაესხმებოდნენ თავს და გაუსწორდებოდნენ ან გაერთ, საქმე იმაშია, რომ ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის კი არ ეშინოდეთ მხოლოდ, არამედ ოფისებში რომ ვართ, იქაც კი დაუცველად უნდა ვიგრძნოთ ხელი. ეს არის ხელისუფლების სისუსტის ნიშანი,“ - ამბობს გელა მთივლიშვილი.