სატელეფონო გინების კამპანიის შემდეგ, ოთო ფარულავას სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს
"ქართული ოცნების" სატელეფონო გინების კამპანიის შემდეგ ოთო ფარულავას უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ.
როგორც "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი TV პირველს ეუბნება, მას 2 დღის წინ უცნობმა პირმა ტელეფონზე უთხრა "რომ იცოდა მისი მისამართი" დღეს კი "ვერცხლისფერი ქემრი" დახვდა სადარბაზოსთან.
"ჩვენ 4-ნი ვიყავით და სადარბაზოსკენ ხმაურით წავედით, რის შემდეგაც "ქემრის" მძღოლმა სადარბაზოსთან მდგარ 3 პირს ხელით ანიშნა და ისინი გაიქცნენ"- ამბობს ფარულავა.