მამუკა ხაზარაძე ტერორის ქვეშ მყოფ საჯარო მოხელეებს ფონდის შექმნას ჰპირდება

10.05.24 09:46
მამუკა ხაზარაძე ტერორის ქვეშ მყოფ საჯარო მოხელეებს ფონდის შექმნას ჰპირდება

მამუკა ხაზარაძე ტერორის ქვეშ მყოფ საჯარო მოხელეებს ფონდის შექმნას ჰპირდება. ამის შესახებ პარტია "ლელოს" თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიას "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ უსამსახუროდ დარჩენის შიშისა და წნეხის გამო სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები რუსული კანონის გაპროტესტებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავენ, ამიტომ "ლელოს" გუნდმა შეიმუშავა ინიციატივა, რომლის საშუალებითაც ყველა, ვისაც საჯარო სამსახურიდან უსამართლობის გაპროტესტების გამო უსაფუძვლოდ  გაათავისუფლებენ, არჩევნებამდე კომპენსაციას სწორედ ამ ფონდიდან მიღებს, არჩევნების შემდეგ კი პირველი რიგის ამოცანად "ლელო" სწორედ ამ ადამიანების სამსახურებში აღდგენას ისახავ მიზნად.

მსგავსი სიახლეები