კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" მაღალი IQ-ს მქონე ამომრჩევლები უჭერენ მხარს

10.05.24 10:35
კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" მაღალი IQ-ს მქონე ამომრჩევლები უჭერენ მხარს

დღის წესრიგში დგას საკითხი - "ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება - საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ" - ირაკლი კობახიძე ღია წერილში სტუდენტებსა და საერთოდ საქართველოს მოქალაქეებს, ამომრჩევლებს ინტელექტის (IQ-ს) მიხედვით ჰყოფს, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს საშუალო ინტელექტის მქონეს უწოდებს და ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში მისი პარტიის მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო.

"ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი", - წერს კობახიძე.